სტადიონი შუახევში

13 ნოემბერი 2022, 11:39 1077 ნახვა

შუახევს მალე ევროპული სტანდარტის ახალი საფეხბურთო სტადიონი ექნება, რომელიც 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სტადიონის რეაბილიტაცია-მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და უკვე დასკვნით ფაზაშია.

მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, განათება და ტრიბუნები. სტადიონის გახსნა თვის ბოლოს იგეგმება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში