აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით გლობალური კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის მთელი პლანეტის არსებობას. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებებს. დაამატა რომ მსოფლიოს მთავრობების წარმომადგენლებმა დაკისრებული კლიმატური ვალდებულებები უნდა შეასრულონ, იმის მიუხედავად რომ ახლა მსოფლიოს ყურადღება სხვა საკითხზე, ევროპაში მიმდინარე ომზეა ფოკუსირებული.