უკრაინა ბელარუსის საზღვართან კედელს აშენებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა. კირილ ტიმოშენკომ ფოტო-ვიდეო მასალაც გაავრცელა. მისი თქმით, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე აშენდება კედელი, ხოლო რუსეთთან მოსაზღვრე ოლქებში ფორტიფიკაციებითაც ამაგრებენ. უკვე 3 კილომეტრამდე სიგრძის კედელია აშენებული, ტიმოშენკოს თქმით მუშაობა გრძელდება.