განხეთქილება კარატეს ეროვნულ ფედერაციაში და ალტერნატიული ახალი ფედერაცია - სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს პრესკონფერეციაზე საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა და იურისტმა.
ადვოკატი განმარტავს, რომ კანონი სპორტის შესახებ არ იძლევა შესაძლებლობას სახეობას ორი ეროვნული ფედერაცია მართავდეს, ისინი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგაც მიდიან, რადგან აცხადებენ, რომ ალტერნატიული ფედერაციის დარეგისტრირება არ შეიძლებოდა. საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული ფედერაციის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ეროვნული ფედერაცია ალტერნატიული ფედერაციის ბათილად ცნობას ითხოვს.
აღნიშნული დავის გამო კარატეს ეროვნულ ფედერაციას სამინისტროსგან დაფინანსება შეჩერებული აქვს მანამ, სანამ ორად გახლეჩილი ფედერაცია მორიგებას ვერ შეძლებს.
ცნობისთვის, 5 ნოემბერს ბათუმში ჩატარებული ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე სახეობის პრეზიდენტად მამუკა ყურაშვილი აირჩიეს.