ახლა კი აჭარის ტელევიზიის სამომავლო გეგმებზე და მიმდინარე პროგრამებზე მოგიყვებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ აჭარის ტელევიზია იუბილარია. პირველი გადაცემა ეთერში 35 წლის წინ, სწორედ 4 ნოემბერს გავიდა, არხი 2013 წლამდე სამთავრობო, საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო. ბოლო 9 წელი კი საზოგადობრივი მაუწყებლის სტატუსი აქვს. როგორც უკვე გითხარით პირველი გადაცემა ეთერში 1987 წლის 4 ნოემბერს გავიდა. მაუწყებლობა კვირაში ორჯერ საინფორმაციო - მუსიკალური გადაცემებით დაიწყო. 1999 წლიდან აჭარის ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს.