თოვლი მაღალმთიანეთში

22 იანვარი 2017, 00:00 2145 ნახვა

უხვი ნალექი შესაძლოა სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესის გააქტიურების მიზეზი გახდეს.  ხულოში დილიდან თოვს. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარმა  15 სანტიმეტრს მიაღწია. თოვს შუახევშიც. გამგებლის  ინფორმაციით, უამინდობას  მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია,  მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება ელექტროენერგია. უხვი ნალექის  გამო კურორტ გოდერძის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი  და  მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები.  

ამავე კატეგორიაში