"ნაპოლი" "ლივერპულთან" დამარცხდა, მაგრამ ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავა

02 ნოემბერი 2022, 09:02 763 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში  "ნაპოლი" გასვლაზე  "ლივერპულთან" 2-0 დამარცხდა.
ამ წაგების შემდეგ, ნეაპოლელების 17 მატჩიანი სერია შეწყდა, მაგრამ ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავეს.

საერთო ჯამში თანაბარი თამაში გამოვიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში 83 წუთი ითამაშა. გოლები კი 85-ე და 98-ე წუთებზე გავიდა. ჯერ მოჰამედ სალაჰმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი დარვინ ნუნიეშმა.

"ნაპოლიმ" და "ლივერპულმა" ჯგუფური ეტაპი 15-15 ქულით დაასრულეს, მაგრამ იტალიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს  და მერვედფინალში სხვა ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდებიან. წილისყრა 7 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო უშუალოდ მატჩები თებერვალსა და მარტში გაიმართება.

ოფიციალურად ცნობილია ის 8 კლუბი ვინც შემდეგ ეტაპზე ითამაშებს . ესენი არიან : "ბაიერნი" , "ინტერი" , "ნაპოლი" , "ლივერპული" , "ტოტენჰემი" ,"აინტრახტი" ,"პორტო" და "ბრიუგე" .  დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო დარჩენილი 8 შეხვედრა გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში