ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატზე საქართველო 13 ძიუდოისტით წარსდგება

26 ოქტომბერი 2022, 18:24 721 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ცნობილია.

კონტინენტის პირველობა ახალგაზრდებს შორის  28-30 ოქტომბერს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქი სარაევოში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები სარაევოში 13 ძიუდოისტით გამოვა.

ვაჟები: 


  • მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე – 73 კგ.);
  • ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი (ორივე – 81 კგ.);
  • ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ.);
  • ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე – 100 კგ.);
  • შალვა გურეშიძე, საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).

გოგონები:


  • ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური (ორივე – 57 კგ.)
  • ნინო გულბანი (70 კგ.) სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.)

28 და 29 ოქტომბერს ინდივიდუალური შეჯიბრება იქნება, ხოლო 30-ში გუნდურში გათამაშდება მედლების კომპლექტი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში