პროექტი “Hardware StartUP ინკუბატორი 2022” 

24 ოქტომბერი 2022, 14:18 1156 ნახვა

საქართველოს ყველა ტექნოპარკში  პროექტი “Hardware StartUP ინკუბატორი 2022” მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა  ელექტრონული პროექტების შექმნა  ისწავლეს.  ასევე სხვადასხვა მიმართულებით ჩართულები  იყვნენ  ტრენინგებისა და მენტორშიფის პროგრამაში.

პროექტის დასკვნითი ეტაპი, ნახევარფინალი თელავის, ბათუმისა და კასპის ტექნოპარკში  ჩატარდა, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით  45 გუნდმა  შექმნილი პროტოტიპები და მომზადებული ბიზნეს მოდელი წარადგინეს.

ფინალურ ეტაპზე გადასული 15 გუნდი  31 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში  სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის წინაშე წარსდგება.

გამარჯვებული გუნდები ფინანსურ მხარდაჭერას მოიპოვებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი