ხვიჩა კვარაცხელია - მოტივატორი მომავალი ფეხბურთელებისთვის 

22 ოქტომბერი 2022, 20:09 984 ნახვა

კვარამანია, კვარაშოუ, კვარასტელა - აგვისტოს შემდეგ საფეხბურთო ლექსიკონში ახალი ტერმინები დამკვიდრდა. ნაპოლის გარემარბი 14 შეხვედრაში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. 

როცა კვარა ბურთს ღებულობს უკვე გოლს ელოდებიან. ნეაპოლიტანური პუბლიკა აღტკინებით ელოდება ყველა მომენტს, ქართველი გულშემატკივარი კი დიდი ხნის დავიწყებული სიამაყით ელოდება ნაპოლის მორიგ თამაშს.

მომავალი თაობისთვის ხვიჩა მთავარი მოტივატორი გახდა. ამიერიდან მათ ისეთები უნდათ იყვნენ როგორც კვარა. 

საფეხბურთო აკადემიებში საგრძნობლად იმატა ახალწვეულთა რაოდენობამ და აქ კვარას ეფექტის, ზოგადად ქართულ ფეხბურთზე დადებითი გავლენის დიდი იმედი აქვთ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი