დღეს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში "დინამო" ბათუმი გასვლაზე რუსთავში "საბურთალოს" დაუპირისპირდება. 30 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმელები 64-ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერთან 2 ქულიანი ჩამორჩენა აქვთ.
თბილისის "საბურთალო" კი 44 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს. ეს მატჩი რუსთავში დღეს 20:00 საათზე დაიწყება.
ბათუმელების მთავარი კონკურენტი "დინამო" თბილისი კი ხვალ გორში "დილას" ესტუმრება.