შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

20 ოქტომბერი 2022, 14:10 645 ნახვა

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი იგნაციო კასისი უკრაინაში ჩავიდა. პრეზიდენტი „ტვიტერში“ წერს, რომ უკრაინაში ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული სიტუაციის ადგილზე გაცნობაა.

„კვლავ უკრაინაში ვარ  ბოლო  ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანია ომთან, ჰუმანიტარულ ვითარებასთან და ქვეყნის აღდგენისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გაცნობა“, - წერს კასისი.

შვეიცარიამ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის უკანონო ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის 30-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი