გიორგი მამარდაშვილით "იუვენტუსი" არის დაინტერესებული

20 ოქტომბერი 2022, 13:18 1197 ნახვა

იტალიური გამოცემა "გაზეტა დელო სპორტის" ინფორმაციით ტურინის "იუვენტუსი" გიორგი მამარდაშვილით არის დაინტერესებული. როგორც გამოცემა წერს "იუვენტუსის" წარმომადგენელი "ვალენსიას" და "სევილიას" თამაშს დაესწრო, რომ ქართველი მეკარის თამაში ენახა. ამის შესახებ ინფორმაცია "გაზერა დელო სპორტმა" ნომრის პირველ გვერდზე დაბეჭდა.

გამოცემა წერს, რომ ამ ტრანსფერზე ტურინელები 2023 წლის ზაფხულში იმუშავებენ. გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიასთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2027-წლამდე გაახანგრძლივა .

"იუვენტუსის" მთავარი მეკარე ამ კი დროისთვის პოლონელი ვოიცეხ შჩესნი არის, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.

22 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 10 შეხვედრა ჩაატარა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი