ინფრასტრუქტურულ სამუშაოები ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნიჟარაძის ქუჩაზე უხვი ნალექის შედეგად ნაპირსამაგრი კედელი დაზიანდა, რის გამოც 10-მდე საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეექმნა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში აღნიშნულ მისამართებზე მდინარის ორივე მხარეს დამცავი კედლების მოწყობა და ბეტონის ჩასხმა მიმდინარეობს.
ნაპირსამაგრი და ფერდსამაგრი სამუშაოები ქალაქის მასშტაბით 100-მდე მისამართზე ხორციელდება, რომელთაგან 70 უკვე დასრულდა.
სამუშაოების ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება.