რა პროგრამები მოქმედებს აჭარის მუნიციპალიტეტებში ვეტერანებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად

17 ოქტომბერი 2022, 12:47 1102 ნახვა

საქართველოში, 17 ოქტომბერს, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა, ეს დღეს აჭარაში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება.

აჭარის მუნიციპალიტეტებში ვეტერანებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად სხვადასხვა პროგრამები მოქმედებს.

ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამების ბენეფიციარები არიან. ვეტერანებს სამედიცინო სერვისები უფინანსდებათ სახელმწიფო ტარიფის 100% -ით. მათ შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ გულის ქირურგიის, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევით, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამებით.

2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახებზე გაიცემა მატერიალური დახმარება.

აჭარის მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებთან ერთად, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის მოქმედებს სხვადასხვა სახის სოციალური და სამედიცინო დახმარების პროგრამა. ვეტერანებისათვის გათვალისწინებულია მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება, სადღესასწაულო დღეებში ვეტერანებზე (ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) მატერიალური დახმარების გაწევა, კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება.

საქართველოში, ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში