ცვლილება ხელვაჩაურის ბიუჯეტში

12 ოქტომბერი 2022, 14:48 1296 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულომ  ბიუჯეტში ცვლილება დაამტკიცა. შემოსავლების ზრდისა და ეკონომიების ხარჯზე ბიუჯეტი 140 ათასი ლარით გაიზარდა.

თანხები ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

სხდომაზე ოპოზიციამ სასამართლოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის თანხების დაკისრებაზე პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

მათი განცხადებით, წინა წლებში წარმოშობილი დავების გამო წელს მუნიციპალიტეტს მეოთხედ დააკისრა თანხის გადახდა კერძო კომპანიის მიმართ.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი