საკალათბურთო კლუბი "ბათუმი" დუდუ დადიანის მემორიალზე ითამაშებს

12 ოქტომბერი 2022, 11:20 1511 ნახვა

 

საქართველოში 2022-2023 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება. დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი სტარტს 12 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში აიღებს და მასში მონაწილეობას სუპერლიგის თერთმეტივე გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები 3 ჯგუფში განაწილდნენ. თავდაპირველად, მონაწილეები ერთმანეთს ერთ წრეში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელები ნახევარფინალში გავლენ. მეოთხე გუნდი, რომელიც ნახევარფინალს შეავსებს, საუკეთესო მეორეადგილოსანი იქნება. დებულების თანახმად, ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს არ შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 12, 13, 14 და 15 ოქტომბერს გაიმართება. ნახევარფინალური შეხვედრები 16 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო ფინალური დაპირისპირება 18 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

კონკრეტულად "ბათუმის" კალენდარი კი ასეთია:

  • 13 ოქტომბერი თბილისის ოლიმპიური სასახლე 14:00 საათი "ბათუმი" - "კაკტუსი";
  • 14 ოქტომბერი თბილისის ოლიმპიური სასახლე 13:00 საათი "თსუ" - ბათუმი";
  • 15 ოქტომბერი თბილისის ოლიმპიური სასახლე 15:00 საათი "ბათუმი" - "ცხუმ-აფხაზეთი";

დუდუ დადიანის მემორიალის მოქმედი გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი “ტიტებია".

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი