დღეს "ნაპოლი" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლებს

12 ოქტომბერი 2022, 10:04 644 ნახვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლებს.

ერთი კვირის წინ, ნეაპოლელებმა ამსტერდამში ისტორიული გამარჯვება 1-6 მოიპოვეს. ეს ნაპოლისთვის ევროთასებზე სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება იყო. ხოლო "აიაქსისთვის" პირიქით ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი.

გასული კვირის შეხვედრაში გოლი კვარაცხელიამ გაიტანა და თითქმის 17-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში პირველი ქართული გოლი გავიდა. "აიაქსს ჩემპიონთა ლიგის" სამ ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს. ნეაპოლელები კი 9 დამაჯერებლად ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან.

ეს დაპირისპირება თბილისის დროით 20:45 საათზე "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში