რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 10 რაკეტა ისროლეს, უკრაინელებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს

11 ოქტომბერი 2022, 12:12 488 ნახვა

რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ, უკრაინის მიმართულებით 10 რაკეტა ისროლეს - ამის შესახებ ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის რეგიონში ორი რაკეტა გაანეიტრალეს.

უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშის რეჟიმი ისევ გრძელდება და ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში