უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

11 ოქტომბერი 2022, 10:08 672 ნახვა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქუთაისში. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, გამზირი. წვიმის წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში. დაიტბორა სარდაფები და შენობის პირველ სართულები. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

გვიან ღამით, მოსულმა უხვმა ნალექმა შარტავას ქუჩაზე რამდენიმე სახლი დატბორა. რამდენიმე საათიანი წვიმის შედეგად ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შეფერხდა.

 მსგავსი ვითარება იყო ავტოქარხნის დასახლებაში. მდინარე ოღასკურა ადიდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ავტომშენებლის ქუჩა დატბორა. ამ დროისთვის კვლავ რჩება ქუჩები, სადაც წყალი დგას, მიუხედავად იმისა რომ აღარ წვიმს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში