პარლამენტის ბიუროს დღეს ასევე წარედგინება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურის საფასური იზრდება.
პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი გახდება. ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი, ასევე 80 ლარი ეღირება დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენა.
პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მომსახურებების საფასურების კორექტირება სააგენტოს შემოსავალს გაზრდის დაახლოებით 40 მლნ ლარით.