ბათუმში დასრულდა საქართველოს პირველობა კონტაქტურ კარატეში ჭაბუკთა შორის, რომელშიც ქვეყნის ყველა რეგიონის 60-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
შეჯიბრება, ვაჟთა და გოგონათა შორის ჩატარდა, შესარჩევი ტურნირი, საკვალიფიკაციოს ხასიათს ატარებდა, სადაც გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატში.
ევროპირველობა 4-5 ნოემბერს ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გაიმართება.