ოდესის მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალი ბათუმში გრძელდება. საღამო საზაფხულო თეატრში ჩატარდა, მასში ქართველი და უცხოელი მწერლები და პოეტები მონაწილეობენ. ესწრებიან ადგილზეც და არის ონლაინ ჩართვებიც. ფესტივალის ბათუმში ჩატარება რუსეთ-უკრაინის ომის გამო გადაწყდა. მთავარი თემაც ომის გავლენებია როგორც უკრაინაზე, ასევე მთელ მსოფლიოზე.წელს ფესტივალისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის საქართველო, კონკრეტულად კი ბათუმი შეირჩა. 4 დღიანი ფესტივალის პროგრამა მოიცავს მკითხველებთან უკრაინელი, ქართველი, შვეიცარიელი, რუმინელი, პოლონელი, გერმანელი და თურქი მწერლების შეხვედრებს, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, სემინარებს, დისკუსიებს, ქართული და უკრაინული პოეზიის საღამოს. ფესტივალი ხვალ დასრულდება.