მსოფლიოში საწვავის ფასის მკვეთრი ვარდნა საქართველოშიც აისახა. საწვავის ფასის კორექტირებაზე გავლენა ეკონომიკის ექსპერტების მტკიცებით საგარეო ფაქტორების გარდა, ეროვნული ვალუტის გამყარებამაც იქონია. განსხვავებული ვითარება იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რასაც გლობალურად ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა მოჰყვა. აისახა თუ არა საწვავზე ფასის ვარდნა მოსახლეობის ჯიბეზე ვნახოთ რეპორტაჟი.