ოდესის მერვე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

07 ოქტომბერი 2022, 11:01 593 ნახვა

ბათუმი ოდესის მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ბათუმში ჩატარება რუსეთ-უკრაინის ომის გამო გადაწყდა. მთავარი თემაც ომის გავლენებია როგორ უკრაინაზე ასევე მთელ მსოფლიოზე.

ოდესაში ლიტერატურული ფესტივალის ჩატარება ბერლინის ფესტივალის ორგანიზატორებმა ყირიმის მოვლენების შემდეგ გადაწყვიტეს. წელს ფესტივალისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის საქართველო, კონკრეტულად კი ბათუმი შეირჩა. 

ოთხდღიანი ფესტივალის პროგრამა მოიცავს მკითხველებთან უკრაინელი, ქართველი, შვეიცარიელი, რუმინელი, პოლონელი, გერმანელი და თურქი მწერლების შეხვედრებს, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, სემინარებს, დისკუსიებს, ქართული და უკრაინული პოეზიის საღამოს.

ბათუმში ოდესის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი გამომცემლობა წიგნები ბათუმშია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი