კარიბის კრიზისის შემდეგ არმაგედონის საფრთხის წინაშე არასდროს ვყოფილვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ საუბრობს.
"პუტინი არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ, რადგანაც მისი შეიარაღებული ძალები, შეიძლება ითქვას, საქმეს ვერ ასრულებენ. მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა ბირთვული ტაქტიკური იარაღი მსუბუქად გამოიყენო და ყველაფერი არმაგედონით არ დაასრულო“, - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის და აშშ-ის ოფიციალური პირები დიპლომატიურ გამოსავალს ეძებენ.