არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობა თანადგომა, სოლიდარობის" დამფუძნებელი აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავს. დავით ბურჭულაძე უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს რიგგარეშე სხდომა ჩანიშნონ და რეგლამენტში ცვლილებები შეიტანონ. საუბარია დეპუტატთა გაცდენების საკითხზე. ბურჭულაძე უმაღლეს საბჭოს ასევე მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოსა მრჩეველთა საბჭოს უნდობლობა გამოუცხადოს და ახალი შემადგენლობა დააკომპლექტოს. უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ დავით ბურჭულაძის წერილი მათთან არ შესულა და კომენტარს განცხადების მიღების შემდეგ გააკეთებენ.