მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარაში 70 პედაგოგს სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს. დაჯილდოვებულთა სიაში ის მასწავლებლები მოხვდნენ, რომლებიც განათლების მინისტრის თქმით, აქტიურად მონაწილეობენ როგორც სასკოლო, ასევე არაფორმალურ განათლებაში.
ასევე, ჩართული არიან საგანმანათლებლო კონფერენციებში და აღზარდეს წარმატებული მოსწავლეები.
პედაგოგების შეფასებით, მსგავსი მხარდაჭერა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც მასწავლებლისთვის წამახალისებელია და სამომავლოდ განათლების ხარისხზეც აისახება.
დაჯილდოვების ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 5 ოქტომბერს მასწავლებელთა დღე 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.