ხვიჩა კვარაცხელიამ ''აიაქსის'' წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა

05 ოქტომბერი 2022, 00:53 1190 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ''ნაპოლი'' ამსტერდამში ''აიაქსს'' დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 1-6 დაამარცხა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მე-9 წუთზე ტეილორის დარტყმული ბურთი კუდუს მოხვდა და ანგარიში ''აიაქსმა'' გახსნა.

მე-19 წუთზე ოლივერას ჩაწოდების შემდეგ რასპადორიმ ანგარიში გაათანაბრა.

33-ე წუთზე ნეაპოლელებმა კუთხური გაითამაშეს. კვარცხელიამ საჯარიმოში გუნდის კაპიტანს დი ლორენცოს ჩაუწოდა და ამ უკანასკნელმა ამსტერდამელებს მეორე გოლი გაუტანა. ტაიმის მიწურულს კი ზამბო ანგისამ ჟელენსკის გაატანინა და ''ნაპოლიმ'' ტაიმი 1-3 მოიგო.

მეორე ნახევარში სპალეტის გუნდი კიდევ უფრო აქტიური იყო.

47-ე წუთზე ანგისამ რასპადორის გაუკეთა საგოლე გადაცემა და ანგარიში 1-4 გახდა. იტალიელმა კი დუბლი გაიფორმა.

ამის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დუშან ტადიჩმა უხეშად ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა. ამ ეპიზოდი შემდეგ ცოტა ხანში ბურთი ხვიჩამ მიიღო და რასპადორისან კარგი კედელი გაითამაშა, რის შემდეგაც კვარაცხელიამ მისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. გატანილი გოლის შემდეგ ხვიჩამ ცვლილება მოითხოვა და მის ნაცვლად 64-ე წუთზე მოედანზე ელიფ ელმასი შევიდა.

81-ე წუთზე კი ნიდერლანდელებმა მეექვსე გოლიც გაუშვეს. გოლი ნდომბელეს გადაცემის შემდეგ ჯოვანი სიმეონემ გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ სპალეტის გაწვრთნილ ''ნაპოლის'' 9 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. გუნდმა 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.

მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე ''ნაპოლი'' 12 ოქტომბერს ისევ ''აიაქსის'' წინააღმდეგ ამჯერად საკუთარ მოედანზე გამართავს. 

მანამდე კი ხვიჩა და მისი თანაგუნდელები 9 ოქტომბერს ''კრემონეზეს''  დაუპირისპირდებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე 3 მატჩის შემდეგ 1 გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 1 მოპოვებული პენალტი აქვს. საერთო ჯამში კი 11 შეხვედრაში 6 გოლი , 3 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტი აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში