ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

03 ოქტომბერი 2022, 11:24 1096 ნახვა

ქედის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პირგასამტეხლოსაგან გაათავისუფლდეს და ფინანსური დავალიანება შეუმსუბუქდეს ერთ-ერთ კომპანიას, რომელმაც პანდემიის დროს მერიის მიერ გადაცემულ ქონებაზე საქმიანობა ვერ განახორციელა  და შესაბამისად  მასზე დაკისრებული თანხა ვერ გადაიხადა.    

სხდომაზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა საპროექტო გეგმა, რომელიც  წარჩინებული სტუდენტებისთვის ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.  თუმცა ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს ქართული ოცნების დეპუტატებმა.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, პროექტი დასამუშავებელია.    

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი