პარლამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს წარედგინება

03 ოქტომბერი 2022, 10:57 196 ნახვა

მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში დღეიდან უკვე იწყება.  პროექტის მიხედვით რამდენიმე  უწყებისთვის დაფინანსება  იზრდება.  ფინანსური დოკუმენტი  პარლამენტს დღეს ბიუროზე წარედგინება, დეპუტატები  შენიშვნებს  შეიმუშავებენ  და მას უკან მთავრობას გადაუგზავნიან.  

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება.  მთავრობა განმარტავს, რომ 2023 წლის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია ერთ მილიარდ 939,4 მლნ ლარით.

ოპოზიცია ბიუჯეტს  უკვე იწუნებს და აცხადებენ, რომ პროექტში  ზედმეტი ხარჯებია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი