ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ორფოლოს პოლიგონზე მაღალ მთაში საშტატო იარაღიდან სროლის სავარჯიშოები უტარდებათ. კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 14 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, რომლებიც სამთო სროლებს ქართველ სამხედროებთან ერთად სამი ამოცანის მიხედვით ეუფლებიან. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი ორ ეტაპად განხორციელდება და 10 თებერვალს დასრულდება.