შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი ტვიტერზე რუსეთში გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას ეხმაურება.
„რუსეთს 10 წელზე მეტი დასჭირდა, რომ პროფესიონალი არმია შეექმნა 2008 წელს საქართველოში ომის შემდეგ, თუმცა სულ რაღაც 8 თვე დასჭირდა არმიას მარცხისთვის. ახლა კრემლმა იმედები უნდა დაამყაროს სამობილიზაციო რეზერვზე, რომელიც გამოცდილი არასდროს ყოფილა“, - წერს შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.