ლევან ვარშალომიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შესაძლოა ვადაზე ადრე თავად უმაღლესმა საბჭომ შეუწყვიტოს. ნაციონალური მოძრაობის წევრი რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატობაზე უარს თავად ამბობდა, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით უმაღლესისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. შესაბამისად იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, არ არის გამორიცხული, ლევან ვარშალომიძის მანდატის გაუქმებაზე მსჯელობა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს - ვარშალომიძის მიერ დეპუტატის მოღვაწეობაზე ხანგრძლივი პერიოდით უარის თქმის გამო მოუხდეთ.