რა გავლენა აქვს დავით კეზერაშვილს ოპოზიციაზე?

25 სექტემბერი 2022, 18:03 534 ნახვა

რა გავლენა აქვს დავით კეზერაშვილს ოპოზიციურ ფლანგზე? - ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიმართ დამოკიდებულებები პოლიტიკურ სპექტრში ახალი უთანხმოების მიზეზია.

ნიკა მელია ამბობს, რომ კეზერაშვილთან პარტნიორობა ოპოზიციისთვის, ისევე როგორც მისი პარტიისთვის, სახიფათოა.

სხვაგვარად ფიქრობს "დროას" ლიდერი და ნიკა მელიას აკრიტიკებს. ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდი ხანია კეზერაშვილთან თანამშრომლობს და მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია.

ერთგვარი დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით არც „ნაციონალურ მოძრაობაშია“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რომელიც არსებობდა დავით კეზერაშვილთან - დასრულებულია და ახლა "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მიღწევაა.

საკითხთან დაკავშირებით  ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დაპირისპირება ოპოზიციის რადიკალურ ჯგუფებს შორის კეზერაშვილის ფულს უკავშირდება. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში