გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევრო გახდა

23 სექტემბერი 2022, 18:54 877 ნახვა

გერმანულმა სამენეჯერო საიტმა "transfermarket"-მა ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები გაანახლა.

"ვალენსიას" და საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის ღირებულება კი 20 მილიონი ევრო გახდა.

მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი ბოლო განახლების შემდეგ 10 მილიონი ევროთ გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი მისი ღირებულება 20-ჯერ მეტია.

ამ სატრანსფერო ფასით კი გიორგი ყველაზე ძვირადშეფასებული ქართველი ფეხბურთელი გახდა. 21 წლის ქართველმა მეკარემ "ვალენსიას" მაისურით 27 მატჩის გამართვა მოახერხა.

მეორე ადგილზე ამ დროისთვის შეფასებული 15 მილიონით ხვიჩა კვარაცხელიაა. სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში იტალიაში მოთამაშეთა სატრანსფერო თანხების განახლების შემდეგ ხვიჩას ფასიც სოლიდურად გაიზარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში