საქართველოს პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

23 სექტემბერი 2022, 16:05 580 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხი მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ხოლო სამ მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო ხუთ მსჯავრდებულს, რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ იყო დაკავშირებული, მათ შორის ორი ქალი მსჯავრდებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი