კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2022“ ბათუმში უკვე მეხუთედ იმართება და მასში 15 ქვეყნის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები მონაწილეობენ.
შეხვედრაზე ექიმების გუნდმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
კონფერენციის ფარგლებში კომპანიებმა თანამედროვე აღჭურვილობის სამედიცინო ტექნოლოგიური დანადგარები წარმოადგინეს. მედიკოსებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სიახლეები გაუზიარეს.
კონფერენცია 2 დღიანია და ხვალ დასრულდება.