ქუთაისი, რუსთაველის გამზირი, საქართველოს ბანკი - ქვეყნის ყურადღების ეპიცენტრში. ყველა მძევალი თავისუფალი, თავდამსხმელი კი დაკავებულია. თავდამსხმელი შენობაში დაახლოებით 12-ის ნახევარზე შეიჭრა. მოქალაქეების ცნობით, თავდამსხმელმა შენობაში შესვლის დროს გაისროლა. შეჭრილი მძევლებს „ფეისბუკში“ პირდაპირი ეთერის საშუალებით ატყობინებდა მოთხოვნებს და მათ ეუბნებოდა, რომ სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს დამაგრებული და სახიფათო იქნება იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. თანხა, ვერტმფრენი, ანკესი და რუსული დროშა.