საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო

20 სექტემბერი 2022, 11:58 493 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე, ჯვაროსნებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს.საწვრთნელ პროცესში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე ფეხბურთელი თბილისში გუშინ გვიან ჩავიდა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლის გუნდი სრული შემადგენლობით დღეს შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, 26 სექტემბერს კი გასვლაზე გიბრალტარს ეთამაშება. აქვე გეტყვით, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 24 საათში გაიყიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი