ელისაბედ მეორის უკანასკნელ გზაზე გაცილება

19 სექტემბერი 2022, 19:38 608 ნახვა

71 წლიანი ეპოქა დასრულდა. მსოფლიო ელისაბედ II-ს დაემშვიდობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან ერთად ლონდონშია საქართველოს პრეზიდენტი. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ელისაბედ II არის პირველი მონარქი, რომლის მმართველობაც ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ელისაბედ ალექსანდრა მერი უინძორი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, პრინცესა ელისაბედი ბავშვისთვის გასაკვირი ღირსებითა და ავტორიტეტით გამოირჩეოდა. სამეფო ტახტზე კი მამის გარდაცვალების შემდეგ, 25 წლის ასაკში ავიდა. თაობები ერთმანეთს ეცილებოდნენ, ერთ სოციალურ-კულტურულ რევოლუციას მეორე ცვლიდა, მაგრამ ამ ქარტეხილებში ელისაბედ მეორე უინძორი ყოველთვის იქ იდგა, სადაც ხალხს სჭირდებოდა. როგორც მეორე მსოფლიო ომში გამოწრთობილ ავტო-მექანიკოსს ეკადრებოდა, მთელი მონოდომებით ცდილობდა შეეკეთებინა მისი ქვეყნის, ხალხისა თუ საზოგადოების პერიოდული გაუმართაოები. 96 წლის ბრიტანეთის მონარქს რამდენიმე საათში უინძორის სასახლეში,  სამეფო ოჯახის წევრებისა და უახლოესი ნათესავების გარემოცვაში დახურული ცერემონიალით დაკრძალავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი