საქართველოს თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე ქობულეთის "შუქურას" მეტოქე თბილისის "საბურთალო" იქნება

19 სექტემბერი 2022, 17:25 672 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ქობულეთის ''შუქურა'' მეოთხედფინალში თბილისის ''საბურთალოს'' საკუთერ მოედანზე დაუპირიპირდება.

მეოთხედფინალური წყვილები: 

  • ''დინამო'' თბილისი - ''დილა'';
  • ''შუქურა'' - ''საბურთალო'';
  • ''ლოკომოტივი 2'' - ''გურია'';
  • ''რუსთავი'' - ''ტორპედო''.

მეოთხედფინალური მატჩები 12 ოქტომბერს გაიმართება და ნახევარფინალისტები თითო შეხვედრით გამოვლინდება. საქართველოს თასის გამარჯვებული კონფერენსლიგაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში