დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია

19 სექტემბერი 2022, 14:45 605 ნახვა

ცოტა ხნის წინ ვესტმინსტერის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენეს ელიზაბედ მეორის ცხედარი. დედოფლის უკანასკნელი პატივის მისაგებად ლონდონში მსოფლიო ლიდერები იმყოფებიან. ცერემონიას ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე ლიდერი და მაღალჩინოსანი ესწრება. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.მოგვიანებით დედოფალს საფეხმავლო მსვლელობით სააბატოდან ჰაიდ პარკთან, ველინგტონის თაღამდე გააცილებენ. პროცესია პოლიციისა და სამხედრო პერსონალის ფონზე წარიმართება. როგორც ცნობილია, მსვლელობის დროს ბიგ ბენი ერთწუთიანი ინტერვალებით დარეკავს. საბოლოო გაჩერება უინძორის ციხესიმაგრეა, სადაც დედოფალს თავის გარდაცვლილ მეუღლე ედინბურგის ჰერცოგის გვერდით, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალავენ. ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში ბალმორალის ციხესიმაგრეში 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი