“ღამის სერენადები” თბილისში

18 სექტემბერი 2022, 11:53 857 ნახვა

ბათუმის შემდეგ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“თბილისში გაგრძელდა. ფესტივალი გუშინ დაიწყო და დღეს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში  დასრულდება. კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს ეძღვნება.ფესტივალის დამფუძნებელი ლიანა ისაკაძეა, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი კი ნინა ცაგარელი. ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი