პუტინის ომი უკრაინაში

18 სექტემბერი 2022, 11:46 405 ნახვა

უკრაინაში ომის 207-ე დღეა, რუსეთის სისასტიკე არ წყდება. ხარკოვის ოლქში ოკუპანტმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რის შედეგადაც ორი ქალი გარდაიცვალა. მასობრივი სამარხების აღმოჩენა უკრაინის ტერიტორიაზე უფრო და უფრო გახშირდა. ბუჩას ტრაგედიის შემდეგ იზიუმში აღმოჩენილია 440  მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. მათ ექსპერტიზა უტარდებათ. ბრიტანული დაზვერვის განცხადებით კი რუსეთმა სამიზნეების რაოდენობა გაზარდა, რათა შეარყიოს უკრაინელი ხალხის სიმტკიცე. გაზარდა სამიზნეების რაოდენობა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ნიკოალევშიც, დონეცკის ოლქში კი გასული დღე ღამის განმავლობაში რუსულ ბომბს კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში