ქობულეთში ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ქალაქი ტურისტულ სეზონს ისევ მოუმზადებელი შეხვდება. ამბობენ, რომ სეზონის დაწყებამდე სანაპირო ზოლთან ახლოს მდებარე ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროულად ვერ დასრულდება, თუმცა მათივე ინფორმაციით პრობლემას საკურორტო ქალაქში მხოლოდ ეს არ ქმნის. იზიარებენ თუ არა მოსახლეობის პრეტენზიებს ადგილობრივ გამგეობაში.