პაკისტანში გამანადგურებელი წყალდიდობაა

12 სექტემბერი 2022, 11:29 644 ნახვა

პაკისტანის სამხრეთ ნაწილში ქვეყნის ხელისუფლებამ საკვანძო სატრანსპორტო მიმოსვლის პარალიზება გადაწყვიტა. ავტომაგისტრალი ორი კვირით ჩაიკეტება. მიზეზი ქვეყანაში დაწყებული გამანადგურებელი წყალდიდობაა. ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქ დადუს მთლიანად დატბორვის თავიდან ასაცილებლად  წყლის ნაკადის ავტომაგისტრალზე გადატანას ცდილობს.  ამ დროისთის  ქალაქ დადუს  ტერიტორიის 90 პროცენტი დატბორილია. ქალაქის ციხიდან 200 პატიმარი სხვა დაწესებულებაშია გადაყვანილი. პაკისტანის ჩრდილოეთში მუსონური  წვიმებისა და  მყინვარის დნობის შედეგად ძლიერმა წყალდიდობამ 33 მილიონი ადამიანი დააზარალა. სტიქიამ უკვე ათას 391 ადამიანი იმსხვერპლა, წალეკა სახლები, გზები, რკინიგზა, გაანადგურა შინაური ცხოველები და მოსავალი. ხელისუფლების შეფასებით,  წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი 30 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი