ინგლისის პრემიერლიგამ მე-7 ტურის მატჩები გადადო

09 სექტემბერი 2022, 15:39 791 ნახვა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩები დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო გადაიდო.

ინგლისურმა მთავარმა საფეხბურთო ლიგამ ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა. დიდ ბრიტანეთში სამგლოვიარო პროცედურის ფარგლებში სპეციალური პროტოკოლი ამოქმედდა, რომლებიც სპორტულ ღონისძიებებსაც ეხება.

მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ ბრიტანულ გუნდებს ჩემპიონთა ლიგის მატჩების გადადებაც უნდათუმცა ამაზე უეფას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში