აშშ-ისა და ალბანეთის მოთხოვნით გაერო-ს უშიშროების საბჭო გაიმართა

08 სექტემბერი 2022, 11:28 476 ნახვა

აშშ-ი ოფიციალურ მოსკოვს უკრაინის მოქალაქეების  რუსეთში იძულებითი დეპორტაციის გამო ომის დანაშაულში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ  ფლობს უტყუარ ინფორმაციას,, რომ  პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის წევრები ეგრეთწოდებულ ფილტრაციის ბანაკებს მფარველობენ. გაეროში აშშ-ის ელჩმა  უშიშროების საბჭოს წარუდგინა სხვადსხვა წყაროს, მათ შორის მოსკოვიდან მიწოდებული მონაცემები, რომლის თანახმად  რუსეთის ხელისუფლება დაკითხა, დააკავა და რუსეთში იძულებით დეპორტაცია გაუკეთა მილიონ 600 ათას უკრაინელს.  გაეროში რუსეთის ელჩმა  თავის მხრივ უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც აშშ-ისა დ ალბანეთის  მოთხოვნით გაიმართა,  შეაფასა როგორც უკრაინისა და  მისი დასავლელი პარტნიორების დეზინფორმაციის კამპანიის ახალი ეტაპის წამოწყების მცდელობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი