ლიზ ტრასი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დღეიდან შეუდგება

06 სექტემბერი 2022, 10:31 746 ნახვა

ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის  წევრებმა  პარტიის ახალ ლიდერად და მთავრობის მეთაურად  აირჩიეს.

თითქმის ორთვიანი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელიც ბორის ჯონსონის გადადგომამ გამოიწვია, ტრასი გამარჯვებულად გამოცხადდა. იგი  მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას  ამ კვირაში დაასახელებს.

ტრასი ქვეყნის ხელისუფლებაში უზარმაზარი ეკონომიკური რეცესიის დროს მოდის, როცა  ბრიტანეთში  იზრდება ენერგომატარებლებზე  გადასახადები.

ტრასი მოსახლეობას  პირდება, რომ  შეამცირებს გადასახადებს და  ენერგიის მზარდი ფასების საკითხზე დაუღალავად იმუშავებს. თავის მიმართვაში, ტრასმა გამორიცხა ვადამდელი არჩევნები და პირობა დადო, რომ კონსერვატიული პარტია "დიდ გამარჯვებას"  2024  წლის  საყოველთაო არჩევნებზე მოიპოვებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი